ქართველი სამბისტების გამარჯვება

 

     2011წ 24-25 ოქტომბერს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში ვეტერან სპორტსმენთა შორის, საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებმა ჩინებული შედეგი აჩვენეს. 3 სპორტსმენით დაკომპლექტებულმა ნაკრებმა 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.

     62-კგ. კატეგორიაში I ადგილი დაიკავა თეიმურაზ გიორგაძე, ქალაქ თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული არავის დაუთმო.

      ვულოცავთ წარმატებას!

შეჯიბრი სახანძრო გამოყენებითი სპორტშისამბისტების

 

     2.10.2011 გაიმართა საქართველოს გამოყენებითი სპორტული შეჯიბრი ქ.თბილისის საგანგებო სააგენტოს პირველობაზე, სადაც მონაწილეობა მიიღო 6-მა რაიონული განყოფილების გუნდმა. შეჯიბრი ჩატარდა ორ სახეობაში -- საიერიშო კიბით სასწავლო კოშკის მე-4 სართულზე ასვლაში და სამუხლა-გასაშლელი კიბით მე-3 სართულზე ასვლაში.

     გუნდურ კატეგორიაში I ადგილი დაიკავეს ვაკე-საბურთალოს,  II - დიდუბე-ჩუღურეთის, III - ისანი-სამგორის მეხანძრეებმა.

       პირად შეჯიბრებაში:

    - საიერიშო კიბით: I - ვალერი სიღმაშვილი (ძველი თბილისი),  II - ირაკლი  დავითაძე (ვაკე-საბურთალო),    III - ავთანდილ ჩიტიშვილი (დიდუბე-ჩუღურეთი).

    - სამუხლა-გასაშლელი კიბით:   I - სიმონიშვილი,ქივხიშვილი (გლდანი-ნაძალადევი),  II  - გიორგიძე,დიასამიძე (დიდუბე-ჩუღურეთი),  III - აბესაძე,კუპატაძე (ვაკე-საბურთალო).

     შეჯიბრებას ესწრებოდნენ თბილისის მერიის საგანგებო  და გადაუდებელი სიტუაციების მართვის  სააგენტოს  ხელმძღვანელები, პირადი შემადგენლობა და საქართველოს სამსახურებრივი გამოყენებითა სპორტის ფედერაციის წარმომადგენლები.

ხანძარი აღმაშენებლის გამზირზე

     16.09.2011 თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირზე შუაღამით გაჩნდა ხანძარი ახალგარემონტებულ 2-სართულიან შენობაში. თავიდან მოსახლეობა ცდილობდა თავისი ძალებით ცეცხლის ჩაქრობას, რის გამო 011-ის ქსელში გამოძახება მოგვიანებით, 01:19 შემოვიდა. 5-წუთში მოსულ მეხანძრეებს დახვდა ცეცხლის კერა 500 კვ.მტ ფართობზე. ჩაქრობაში 30 ეკიპაჟი მონაწილეობდა, აქედან 2 ავტოკიბე, 4 სამაშველო მანქანა, 24 ავტოცისტერნა. 1 საათში მოხერხდა ხანძრის ლოკალიზაცია და შემდეგ ლიკვიდაცია. მეხანძრეებმა არ მისცეს ცეცხლს მიმდებარე შენობებზე გადასვლის საშუალება, მსხვერპლი არ ყოფილა, წინასწარ მიზეზად სახელდება ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა.

გვარდიის სამაშველო დანაყოფის მომზადება

 

      საქართველოს პრეზიდენტის 2008 წ. 26 აგვისტოს N415 ბრძანებულებით დამტკიცებული “ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის" თანახმად ქ.თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს სამოქალაქო უსაფრთხოებისა და სახანძრო-სამაშველო განყოფილების სპეციალისტების მიერ 2011წ. 1-30 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 30-კაციან ჯგუფს ჩაუტარდათ სპეცკურსი სამოქალაქო თავდაცვის, სახანძრო-სამაშველო სამუშაოების და გადაუდებელ სიტუაციებში მოქმედების შესწავლის მიზნით.