სამსახურის შესახებ

    ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო შექმნილია ქ. თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის შედეგად ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების N31.19.1451 შესაბამისად 2010 წლის 22 ნოემბერს.

   2015 წლის 10 იანვარს საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა საქართველოს შსს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.