ხანძარი „ბავშვთა სამყაროსთან“

    11.02.2014 თბილისის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის თქმით, ვაგზლის მოედანზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. სახანძრო ბრიგადები სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ. ხანძარს მსხვერპლი არ მოყოლია, არ არიან დაშავებულებიც. გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. ხანძრის შედეგად დამწვარია 600-მდე კვადრატული მეტრის ფართობზე განლაგებული სავაჭრო ჯიხურები.

ხანძრის შედეგად 5 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

   10.02.2014 გამთენიისას წინამძღვრიშვილის N17-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ცეცხლის ჩაქრობა ცოტა ხნის წინ მოხერხდა. დაიწვა ე.წ. იტალიურ ეზოში განთავსებული საცხოვრებელი სახლის მეორე და მესამე სართულები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძრის დროს მოსახლეობა დროულად იქნა გამოიყვანილი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მაცხოვრებლების ვერსიით, ცეცხლი დაუდევრობით გაჩნდა.

უამინდობა თბილისში

    1.02.2014 გასული დღე ღამის განმავლობაში, თოვლისა და ყინვის გამო თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურში 65 სამაშველო გამოძახება დაფიქსირდა, აქედან 22 მოყინულ გზაზე ავტომობილების მოცურობას უკავშირდებოდა. გარდა ამისა, სამაშველო სამსახური სამ შემთხვევაში ყინულის ლოლოების ჩამოყრის მიზნით გამოიძახეს. არცერთ შემთხვევაში არავინ დაშავებულა.

თბილისის 198-ე საბავშვო ბაღში ხანძარი გაჩნდა

    21.01.2014 დიდ დიღომში მდებარე 198-ე საბავშვო ბაღს მსუბუქი ხანძარი გაუჩნდა. სპეციალისტების განმარტებით, ხანძრის მიზეზი ელექტროსადენების მოკლე ჩართვა იყო, რამაც შენობის დაკვამლიანება გამოიწვია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე 12 სახანძრო მანქანა იყო მისული, თუმცა ცეცხლის ჩასაქრობად ერთი სახანძროს მუშაობაც საკმარისი გახდა.

ქუთაისის პარკში გამომწყვდეული დათვი თბილისში ჩამოიყვანეს

     14.01.2014 ქ. ქუთაისში  მურა დათვი ჩამოერთვა მფლობელს და დროებით, საქმის განხილვამდე, თბილისის მერიის ცხოველების თავშესაფარში გადაყვანილია.