ოქროყანაში ხანძარი ლოკალიზებულია

    7.08.2014 ტყის მასივს საფრთხე აღარ ემუქრება. ხანძრის გავრცელების შემთხვევაში შესაძლებელი იყო პრობლემები შექმნოდა მოსახლეობასაც, თუმცა საგანგებო სააგენტოს თანამშრომლებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად შეძლეს. ოქროყანაში ცეცხლი ტყის მასივს ჰქონდა გაჩენილი, ადგილზე კი 30-მდე სახანძრო მანქანა და მეხანძრეები მუშაობდნენ.

ხანძარი Gulf-ის ნავთობაზაზე

    30.07.2014 კომპანია  Gulf Georgia-ს კუთვნილ ნავთობაზაზე ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. როგორც 112–ის პრესსამსახურში აცხადებენ, გამოძახება ფეიქების ქუჩაზე ხანძრის შესახებ 11:40 საათზე შევიდა, ადგილზე გაიგზავნა 10–მეტი სახანძრო მანქანა.  „გალფის“ ნავთობმზიდის აფეთქებას 12 მანქანის აფეთქება მოჰყვა, დაიწვა 40-მდე ავზი. შემთხვევის შედეგად „გალფის“ ერთი თანამშრომელი დაშავდა.  მეხანძრეებმა დროულად მოახდინეს ხანძრის ლოკალიზაცია, რაც შეეხება გამომწვევ მიზეზს, ამის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

თბილისში ქვეწარმავლებზე  გამოძახებები იმატა

      12.06.2014 ქალაქში ზაფხულის ტემპერატურის მატებასთან ერთად გველების რაოდენობა გაიზარდა. საგანგებო სააგენტოში ბოლო ორი თვის განმავლობაში 200-მდე შეტყობინება შევიდა.

Rec Face - თემურ გიორგაძე

ტელეკომპანია „თრიალეთი“-ს საავტორო გადაცემა:

„Lukoil“-ის საგანგებო სწავლება

     2.5.2014 შპს „ლუკოილ ჯორჯია“-ს წერილის საფუძველზე ქ.თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში 28 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით ლუკოილის თანამშრომლებს ჩაუტარდათ თეორიული და პრაკტიკული მეცადინეობები პირველადი სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და სამოქალაქო თავდაცვის საკითხებში, რაზედაც გადაეცათ შესაბამისი მოწმობები.