გართობა

ნუ ჩქარობთ, ბიჭებო - საგადასახადო დეპარტამენტი იწვის
ნუ ჩქარობთ, ბიჭებო - საგადასახადო დეპარტამენტი იწვის

კლიპი, რომელში მონაწილეობას მეხანძრეებიც იღებენ:

ჩვენი სამსახური იუმორისტების თვალით:

უკრაინის მეხანძრეების გამოცდა:

ანეკდოები მეხანძრეებზე:

*     *     *

- რატომაა მეხანძრეების ვედრო წვეტიანი?

- იმიტომ, რომ მასზე დომინო არ ითამაშონ!

*     *     *

ქიმიურ ქარხანაში გაჩნდა ხანძარი. მთელი შტატის სახანძრო მობილიზებულია, მაგრამ, ისეთი ძლიერი ხანძარია, ვერავინ ბედავს ქარხნის ტერიტორიაზე შესვლას. მოდის ახალ-ახალი სახანძრო რაზმები, მაგრამ ყველა შესასვლელთან ჩერდება.
შეკრებილებს სიტყვით მიმართავს ქარხნის დირექტორი:
- ძვირფასო მეხანძრეებო, ვინც ქარხანას გადაარჩენს, მიიღებს ჯილდოს $50,000 ოდენობით!
განცხადებას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ყველას ეშინია შესვლა. ცოტა ხანში დირექტორმა ჯილდო $100,000-მდე გაზარდა, მაგრამ უშედეგოდ... უცებ გამოჩნდა ძველი სახანძრო მანქანა. საქმე ისაა, რომ იმ ქალაქში ყოფილმა პენსიონერმა მეხანძრეებმა ჩამოაყალიბეს მოხალისე პენსიონერი მეხანძრეების რაზმი. მოხალისეების ძველმა მანქანამ ჩაუქროლა ყველა ახალთახალ სახანძროს, შეანგრია ქარხნის ჭიშკარი და "შეიჭრა" ქარხნის და ხანძრის შუაგულში. გადმოხტნენ მეხანძრე ბაბუები და დაიწყეს გაცხოველებულ ბრძოლა ხანძართან. 2 საათის შემდეგ ხანძარი დაძლეულია. დიდი აპლოდისმენტებისა და მილოცვების შემდეგ, ჟურნალისტი ინტერვიუს სთხოვს მოხელისე მეხანძრეების მეთაურს:
- რაში დახარჯავთ მიღებულ ჯილდოს?
- ნუ... პირველ რიგში ამ ჩვენი სახანძრო მანქანის მუხრუჭებს შევაკეთებთ...

 

*     *     *

ტიპს სახლი, ბავშვები და ცოლი ეწვება, რეკავს სახანძროში:

- ხანძარია, მოდით დროზე, ხანძარია!

მეხანძრეები დომინოს თამაშობენ. ტიპი კიდევ რამოდენიმეჯერ დარეკავს უშედეგოდ. ბოლოს კიდევ ერთხელ დარეკავს :

- მოდით, მოდით, და თან ტყემალიც წამოაყოლეთ!!
- და ტყემალი რისთვის გვინდა?
- შეიწვა ყველა, თქვენი დედაც!

*     *     *

საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა. მთელი პერსონალი გამოვიდა და აღელვებულები გარედან აკვირდებიან. მოცვივდნენ მეხანძრეები და შეიჭრნენ შენობაში. ერთი საათის შემდეგ ხანზარი დაძლეულია. გამოდის მეხანძრეების ოცმეთაური და კითხულობს მთავარ ექიმს:
- ცუდი ამბები გვაქვს, ბატონო!
- რაშია საქმე? - დაინტერესდა მთავარი ექიმი
- სარდაფში სამი ავადმყოფი იყო. ორი გადავარჩინეთ, მაგრამ ერთი - ვერაფრით!
მთავარ ექიმს გული წაუვიდა. გაკვირვებული მეხანძრე დაინტერესდა:
- რა გულიანია?! როგორ განიცადა პაციენტის დაღუპვა?!
- საქმე ისაა, - ჩუმად მიმართა იქვე მდგომმა ექიმმა, - რომ სარდაფში მორგი გვქონდა განთავსებული.

*     *     *