ლექცია-ტრენინგი სამოქალაქო თავდაცვის თემაზე

 

     25.03.2013 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამოქალაქო თავდაცვის თემაზე ფართო ლექცია-ტრენინგი ჩატარდა. ლექციაზე სტიქიური მოვლენების, ხანძრის შემთხვევაში მოსახლეობის ევაკუაციის, სტიქიასთან ბრძოლის წესები განიხილებოდა.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო თსუ უსაფრთხოების სამსახური და თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი მართვის სააგენტო.

ქარიშხალი დედაქალაქში

 

     24.03.2013 ძლიერმა ქარმა თბილისში რამდენიმე შენობა დააზიანა.
ისნის რაიონში, წითელწყაროს შესახვევში ერთ-ერთ საცხოვრებლ სახლს ქარმა სახურავი გადახადა. 
    ნუცუბიძის ქუჩაზე ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც საცხოვრებელ სახლს დაეცა.
   დედოფლისწყაროს ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსს ქარმა სახურავი გადახადა, რის შედეგადაც ზედა სართულზე მცხოვრები ოჯახი, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ არის დარჩენილი.
     ქარმა მცირედ დააზიანა თბილისის იუსტიციის სახლის სახურავიც.
   საგანგებო სიტუცაციაციების სამსახური მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებს.

ხანძარი ავეჯის სავაჭრო ცენტრში

 

   27.02.2013 სავაჭრო ცენტრ „საბაში“ დაახლოებით 5000 კვ.მეტრი ფართობი დაიწვა და ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია - ამის შესახებ შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ გიორგაძემ განაცხადა. ზარალი ძალიან დიდია, რადგან აღნიშნულ ფართობზე ავეჯის მაღაზიები იყო განლაგებული. ხანძრის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი მეხანძრე, რომელსაც სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია. ხანძრის ადგილას 35 სახანძრო მანქანა და 300-მდე მაშველი მუშაობდა. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია, თუმცა, ეს ვერსია უარყო სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთმა დირექტორმა, რადგან მისი თქმით, 19:00 საათის შემდეგ შენობაში ელექტროენერგია ითიშება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები. დაზარალებულები თბილისის მერმა გიგი უგულავამ მოინახულა.

ხანძარი კიბერნეტიკის ინსტიტუტში

 

    14.02.2013 სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე კიბერნეტიკის ინსიტუტში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი შენობის მე-7 სართულს მოედო. სახანძრო სამსახურში გამოძახება 15:00 საათზე დაფიქსირდა. ადგილზე 15-მდე სახანძრო მანქანა მუშაობდა. სხვენში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 150 კვ.მ. ფართი დაიწვა. აღნიშნულ ფართში შპს "ელიტ მეტალი" შედუღების აპარატით ჯართს ჭრიდა და სავარაუდოდ, ხანძრის გაჩენის მიზეზი დაუდევრობა გახდა.

ხანძარი სამკერვალოში

 

   8.02.2013 ნავთლუღის ბაზართან, ნეველის ქუჩაზე, ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სამკერვალო ფაბრიკას გაუჩნდა და მეოთხე სართული მთლიანად დაიწვა. როგორც ადგილზე მყოფმა მეხანძრეებმა განაცხადეს, დამწვარია 400-500 კვ. მეტრი ფართობი. მსუბუქად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. მათგან ერთ-ერთი გადაყვანილია ე.წ. არამიანცის საავადმყოფოში.
     ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია და ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს. ფაბრიკაში სამხედრო ფორმები იკერებოდა.