თასის გათამაშება

 

      2013წ. 1-6 ნოემბერს ჩატარდა მინი ფეხბურთში კახა ბადრიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ქალაქ თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თასის გათამაშება. გამარჯვება მოიპოვა გლდანი-ნაძალადევის რაიონის გუნდმა, ვერცხლის პრიზიორები გახდნენ ვაკე-საბურთალოს მეხანძრე-მაშველები, და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს ადმინისტრაციის გუნდის ფეხბურთელებმა. ვულოცავთ წარმატებას!

სწავლება საბავშვო ბაღში

 

      23.10.2013 ქ.თბილისის N91-ე ბაგა-ბაღში ბუნებრივი კატასტროფის რისკის შემცირების ინკლუზიური პროგრამის საფუძველზე ჩატარდა ტაქტიკურ-სპეციალური სწავლება თემაზე: „მშვიდობიან დროს საგანგებო ვითარების წარმოქმნისას (იგულისხმება მიწისძვრა) ობიექტის სამოქალაქო შტაბის მოქმედება“. სწავლებას ესწრებოდნენ დამკვირვებლები მუშა სამარიტელთა კავშირიდან, ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიიდან, აგრეთვე განათლების და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტისა და თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოდან.

კიდევ ერთი გამარჯვება

 

      5.10.2013 ბულგარეთში გამართული სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე ვეტერან სპორტსმენთა შორის 62-კგ კატეგორიაში ქ.თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და

გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ გიორგაძემ გაიმარჯვა და გახდა 7-გზის მსოფლიო ჩემპიონი. ვულოცავთ გამარჯვებას ბატონ თეიმურაზს!

მაწანწალა ცხოველების პრობლემის მოსაგვარებლად

 

16.09.2013 ქალაქ თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი თემურ გიორგაძე -- ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ს გადაცემაში „სხვა შუადღე“:

სამოქალაქო თავდაცვის სწავლება

"Coca-Cola Bottlers Georgia"-ში

 

19.07.2013 რამდენიმე დღის წინ თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტომ "Coca-Cola Bottlers Georgia"-ს სამოქალაქო თავდაცვის შტაბთან ერთობლივად ჩაატარა ტაქტიკურ-სპეციალური სწავლება, რომლის მიზანი იყო მშვიდობიან დროს თუ როგორ შესძლებს ობიექტის ოპერატიული შტაბი მომხვდარ საგანგებო ვითარებაზე რეაგირებას.