ხანძარი „ლიბერთი ბანკში“

 

      28.9.2012 ჭავჭავაძის გამზირზე, „ლიბერტი ბანკის“ სათავო ოფისში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე ბანკის თანამშრომლების ევაკუაცია მოხერხდა.

25 სახანძრო მანქანა მობილიზებული იყო. ხანძრის ლოკალიზება დაახლოებით 20 წუთში მოხერხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

წინასწარი ინფორმაციით, ბანკის ბოლო სართულზე ცეცხლი მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ადგილზე გაჩნდა. სხვა სართულებს ცეცხლი არ მოსდებია, ვინაიდან სახანძრო სამსახურის ბრიგადები ადგილზე დროულად მივიდნენ. დამწვარია ვაკის პარკის მხარეს მდებარე შენობის გვერდითა ნაწილი.

თბილისში უპატრონო ცხოველების თავშესაფარი გაიხსნა

     24.7.2012 თბილისის მერიამ ისანი–სამგორის რაიონში ცხოველების თავშესაფარი ააშენა. როგორც ცნობილია, შინაური და გარეული ცხოველების კონტროლისა და რეგულირების ნაწილი ქალაქის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შემადგენლობაში შედის. თავშესაფრის თანამშრომლებს უპატრონო ცხოველები ქუჩიდან აჰყავთ და კვალიფიციური კინოლოგები და ექთნები უტარებენ ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურას. თითოეულ მათგანს სტერილიზაცია და ვაქცინაცია უტარდება, საჭიროების შემთხვევაში კი ქირურგიული თუ სხვა სახის ოპერაცია უკეთდებათ. თავშესაფარში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია ფუნქციონირებს, მოწყობილია საოპერაციო ბლოკი და საკარანტინო ვოლიერები. ცხოველთა თავშესაფარი ერთდროულად 300-ზე მეტ ცხოველს მოემსახურება. უკვე ამოქმედდა facebook-ის ვებ-გვერდი, სადაც განთავსდა ინფორმაცია თავშესაფარში მცხოვრები ცხოველების შესახებ. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს ცხოველი თავშესაფრიდან უსასყიდლოდ წამოიყვანოს და იზრუნოს მასზე.

ქლორის გაჟონვა ლილოში

 

     4.07.2012 ლილოს დასახლებაში, ერთი-ერთ კერძო საწარმოში ავზიდან ქლორმა დაახლოებით ღამის 11 საათზე გაჟონა.

   დაზიანებული ავზიდან გამონაბოლქვი წყლის ჭავლის მეშვეობით გააუვნებლეს და ავზს ონკანი შეუცვალეს. მომწამვლელი აირის ზემოქმედების გამო დაზარალებულებს ძირითადად სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნებათ. შემთხვევის ადგილზე სახანძროს 15 ბრიგადა, სამაშველოს, სასწრაფო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

      მერიის საგანგებო სტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ აღნიშნა, რომ დაზიანებული ქლორის ავზი დაუსახლებელ ტერიტორიაზეა გადატანილი და ის ქლორისაგან დაცლილია.

      73 მოწამლული სხვადასხვა საავადმყოფოში გადაანაწილეს. მათ შორის ერთი ორსულია; არიან ბავშვებიც და სხვა ადგილობრივი მცხოვრებლები. დაშავებულები წუხელვე მოინახულეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.