ხანძარი ვაკის საცურაო აუზის შენობაში

       7.11.2014 ცეცხლი შენობის ქვემო ნაწილს მოედო. სარდაფში ხანძარი დაახლოებით 60 კვადრატულ მეტრზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო და სამაშველო ბრიგადა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

სტუმრად სააგენტოში

       13.11.2014 ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს პირადი შემადგენლობის ყოველდღიური საქმიანობისა და ფუნქცია-მოვალეობების გასაცნობად ესტუმრა ქ.თბილისის № 117 ბაგა-ბაღი და სკოლა-ლიცეუმის „ცოდნა“-ის ხემძღვანელ-მასწავლებლები თავიანთ აღსაზრდელებთან ერთად, რომლებმაც დაათვალიერეს და ინფორმაცია მიიღეს სააგენტოში არსებული სახანძრო-სამაშველო მუზეუმში სტენდების, ექსპონატების და სურათების შესახებ ისტორიას, დაესწრნენ მაშველი-მეხანძრეების პრაქტიკულ მეცადინეობას და გადაიღეს მათთან ერთად სამახსოვრო სურათები.

     7.11.2014 ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ესტუმრა №200 ბაგა-ბაღის ხელმძღვანელობა აღსაზრდელებთან ერთად, რომლებმაც დაათვალიერეს მუზეუმი, გაეცნენ მაშველი-მეხანძრეების ყოველდღიურ საქმიანობას, სააგენტოს თანამშრომლებთან და სახანძრო-სამაშველო ტექნიკასთან ერთად გადაიღეს სამახსოვრო სურათები და მოხატეს ტერიტორია საგანგებო თემატიკაზე.

ტაქტიკურ-სპეციალური ვარჯიში

     1.11.2014 საზოგადოებრივი კოლეჯის „სპეკტრის“ ტერიტორიაზე ჩატარდა ტაქტიკურ-სპეციალური ვარჯიში ორი უწყების - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოსა და „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის კოორდინირებული მოქმედებისათვის მომხდარ საგანგებო სიტუაციებზე. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, „წითელი ჯვრის“ მოხალისეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოვიდნენ. სიმულაციურ ვარჯიშში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ბუნებრივი აირის აფეთქება

   15.10.2014 თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ძმები ორბელიანების ქუჩაზე ერთსართულიან კერძო სახლში აფეთქება მოხდა. როგორც  საგანგებო სიტუაციების სააგენტოში აცხადებენ, აფეთქების შედეგად ერთი მამაკაცი დაშავდა. დაშავებული ნანგრევებიდან გამოიყვანეს და საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია. 

ხანძარი დევნილთა საცხოვრებელში

     14.10.2014 თევდორე მღვდლის N13 -ში  მდებარე შენობის დაახლოებით  1000  კვ. მეტრი დაიწვა. ასევე დამწვარია სხვენიც. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან მაშველებმა მოსახლეობის გამოყვანა ფანჯრიდან მოახერხეს. ადგილზე ოცამდე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა, მობილიზებული იყო სასწარფო დახმარების მანქანებიც. დევნილები აცხადებენ, რომ საცხოვრბელი ფართის გარშე  30-მდე ოჯახი დარჩა.  ხანძრის გამომწვევ მიზეზებს უკვე ადგენენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ადგილზე მივიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. დევნილთა სამინისტრო კი ზარალის დათვლის შემდეგ ერთჯერად კომპენსაციაზე იმსჯლებს.