შეხვედრა „ერთსულოვნება“-ში

     16.10.2014 ტელეკომპანიას ესტუმრა ქ.თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შინაური და გარეული ცხოველების კონტროლის და რეგულირების დეპარტამენტის უფროსი თემურ ფხალაძე.

დაიწვა ე.წ. ბოშების ბაზრობა

     16.09.2014 თბილისში ბოშების ბაზარს დილით ცეცხლი გაუჩნდა. აღნიშნული ტერიტორია მთლიანად დამწვარია. ხანძრის დროს დამწვრობა მიიღო ბაზრის დაცვის თანამშრომელმა. ცეცხლი მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლებზეც გავრცელდა. დამწვარია სახლების სახურავები.  ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

ვარჯიში „მედიქლაბჯორჯია“-ში

    27.08.2014  „მედიქლაბჯორგია“-ს კლინიკაში შექმნილი საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნის რეაგირების და შედეგების ლიკვიდაციის შტაბმა ჩაატარა საობიექტო ვარჯიში თემაზე: ხანძარი. მართვის, რეაგირების და ევაკუაციისათვის მზადყოფნის გამომჟღავნების მიზნით ვარჯიშს დაესწრო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს დამკვირვებელთა ჯგუფი, რომელმაც მოახდინა ჩატარებული ვარჯიშის შეფასება.

Gulf-ის ტრენინგი

    22.08.2014 „სან პეტროლეუმ ჯორჯია“-ს (Gulf-ის) პირადი შემადგენლობას ჩაუტარდა ლექციები პირველადი სამედიცინო დახმარების, სახანძრო უსაფრთხოების და სამოქალაქო თავდაცვის საკითხებში.

ხანძარი წავკისის ტყე-პარკში

   20.08.2014 წავკისის ტყე-პარკში ხანძრის შედეგად 10 ჰექტარი ფართობი დაიწვა. ხანძარი წავკისის ტყის ტერიტორიაზე გუშინ საღამოს გაჩნდა. ცეცხლი მიუდგომელ ადგილას იყო გაჩენილი, რის გამოც მისი ჩაქრობა ძნელად მოხერხდა. იყო საფრთხე, რომ ხანძარი დასახლებულ პუნქტშიც გადასულიყო. ხანძრის ლოკალიზაცია გვიან ღამით მოხდა.