სამოქალაქო თავდაცვის სწავლება თბილისის სკოლებში

 

      საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს ბრძანებულება N415 „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“  ბრძანებულებაში მითითებული ამოცანების სრულფასოვანი და დროული შესრულების მიზნით, საჭიროა შემუშავდეს და დამტკიცდეს ექსტრემალური სიტუაციების დროს სამოქმედო, სპეციალური გეგმა და მოთხოვნის შესაბამისად ღონისძიების შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს ქ.თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს.
     ნებისმიერი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ექსტრემალური სიტუაციების დროს სამოქმედოდ შემუშავებული გეგმა უნდა პასუხობდეს ორგანიზაციაზე დაკისრებული ფუნქციის შესრულების შესაძლებლობებს სხვადასხვა სახის საგანგებო ვითარების პირობებში. საჭიროა ადგილზე შეიქმნას და ჩამოყალიბდეს საგანგებო ვითარების პირობებში მოქმედი ოპერატიული შტაბი, რომელიც არაუგვიანეს ერთი საათის განმავლობაში შეძლებს მომხდარ ვითარებაზე რეაგირების მიზნით მუშაობის გაშლას. შტაბის რიცხოვნება დამოკიდებულია ორგანიზაციაზე დაკისრებული ამოცანების მოცულობაზე და მის სირთულეებზე. ოპერატიული შტაბის ეფექტური მუშაობის მიზნით სასურველია, რომ სამოქმედო გეგმა შედგენილ იქნას მოსალოდნელი სხვადასხვა სახის საგანგებო ვითარებაზე რეაგირების განსხვავებული მეთოდების გათვალისწინებით.
     ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე 5.06.2012 ქ.თბილისში ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში ჩატარდა სწავლება, რაზეცადაც წარმოგიდგენთ ვიდეოფილმს:

    14.06.2012 ქ.თბილისის 198-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა ანალოგიური ტაქტიკურ-სპეციალური სწავლება ხანძრის წარმოქვნის სცენარით:

წყალდიდობა თბილისში

 

    13.05.2012 კოკისპირული წვიმის გამო მოვარდნილ ღვარცოფს მსვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის არის 2 ბავშვი. ღვარცოფმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტომანქანები ამოაბრუნა.  ძლიერმა წვიმამ მთაზე მიწის ნაწილი მოწყვიტა, რამაც კოლექტორი ჩახერგა და წყლის კალაპოტი შეცვალა. დატბორილია რიგი ქუჩები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. დედაქალაქის სხვადასხვა უბნებს რამდენიმე საათის განმავლობაში ელეტროენერგია არ მიეწოდებოდა.

    საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფროსი მაშველებთან და მეხანძრებთან ერთად  უწევდა დახმარებას მოსახლეობას, ადგილზე  მივიდა  ქალაქის  მერი,  გიგი  უგულავაც.

    ორთაჭალის ყველაზე სახიფათო ზონებიდან ხალხის ევაკუაცია მოხერხდა.  "ძალიან ბევრი შეტყობინებაა შემოსული. ამ წუთებში ვაზუსტებთ ყველა ინფორმაციას. ჩვენი ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მუშაობენ". - ამბობს თემურ გიორგაძე.

 

ხანძარი რუსთაველის გამზირზე

 

      8.04.2012 მსხვერპლით დასრულდა ხანძარი, რომელიც წუხელ რუსთაველის პროსპექტზე მძვინვარებდა. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და დაახლოებით 2.000 კვ. მეტრის ფართობი მოიცვა, მისი კერა რუსთაველის 23 ნომერში მდებარეობდა. ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის მე-3 სართულზე მყოფი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაიცვალა - მოხერხდა 11 წლის ბავშვის გადარჩენა, რომელიც გარდაცვლილი წყვილის შვილია - მძიმე შოკურ მდგომარეობაში მყოფი პატარა იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამი სამაშველო ჯგუფი და 22 სახანძრო ბრიგადა. დაზარალებულებს, რომლებიც საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩნენ, მერია დროებით ფართს დღის განმავლობაში გამოუყოფს. საერთო ჯამში, 25 ოჯახი დაზარალდა. ხანძრის შედეგად თითქმის სრულად დაიწვა თეატრალური ინსტიტუტის არქივი. ცეცხლის გაჩენის მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია. ვარაუდობენ, რომ ხანძრის მიზეზი მოძველებული ელექტროგაყვანილობა გახდა.

ხანძარი ჩოლოყაშვილის ქუჩაზე

 

      26.01.2012 111-ზე შემოვიდა გამოძახება საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულის ერთ-ერთ ბინაში ხანძრის გაჩენის შესახებ. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო და სამაშველო ჯგუფები. მისვლისას დახვდათ საძინებელში მწოლიარე გარდაცვლილი მოქალაქე. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც დაადგენენ უბედური შემთხვევის ნამდვილ მიზეზებს.

ეკსკურსია დედაქალაქში

 

      10.01.2012 თბილისს ჩარგლიდან და ბარისახოდან ჩამოსული ბავშვები სტუმრობდნენ. ერთ-ერთი პირველივეკი, ვინც მოზარდებს უმასპინძლა, მაშველები იყვნენ: