ოლიმპიურ სოფელში ხანძარი გაჩნდა

       11.01.2015 თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოლიმპიურ სოფელში მშენებლობაზე დასაქმებული მუშების საცხოვრებელ კოტეჯებს ცეცხლი გაუჩნდა.  ალი  დაახლოებით 700 კვ. მ. მოედო. ცნობილია, რომ მშენებლების კოტეჯებში მცხოვრებ ჩინელ მუშას ხანძრის შედეგად დამწვრობები აქვს მიღებული, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

       ამ დროისთვის ოლიმპიურ ქალაქში მშენებლების კოტეჯებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძარი პუშკინის ქუჩაზე

    24.12.2014 ქ.თბილისის პუშკინის ქუჩაზე მდებარე სასტუმროს სახურავს და მანსარდას ცეცხლი გაუჩნდა. დამწვარია 100კვ.მ. ფართობი, შემთხვევის დროს ოთახებში არავინ იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო 10-მდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სამოქალაქო თავდაცვის ვარჯიში 175-ე სკოლაში

     18.12.2014 ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონში მუხიანის III მიკრო-რაიონის №175 საჯარო სკოლაში ჩატარდა სამოქალაქო თავდაცვის საობიექტო ვარჯიში თემაზე: მიწისძვრა. ვარჯიშის ჩატარების მიზანი იყო ობიექტზე შექმნილი სამოქალაქო თავდაცვის შტაბის ფორმირებების, პირადი შემადგენლობის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება, ობიექტის ადმინისტრაციის, პედაგოგების, მოსწავლე ახალგაზრდობის პრაქტიკული ჩვევების გამომუშავება და უწყებათა შორის კოორდინირებული მოქმედება.

შეხვედრა გლდანი-ნაძალადევის საგანგებო სამსახურთან

    5.12.2014  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე, გამგებლის მოადგილეები და საუბნო სამსახურების ხელმძღვანელები, ქალაქის მზრუნველის წოდების მფლობელი თემურ გოცირიძე, ქალაქის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი ჭაბუკი შეშელიძე და ამავე სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სამსახურის ხელმძღვანელი ტიტე ჯიჭონაია გლდანის რაიონში განთავსებული სტრუქტურის სამსახურის პირად შემადგენლობას შეხვდნენ.
  გამგებელმა მადლობა გადაუხადა პირად შემადგენლობას ოპერატიულად და მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებული სამუშაოებისათვის.

ნაძალადევის რაიონის გამგებელი საგანგებო ცენტრის მუშაობას გაეცნო

      29.11.2014 ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია თბილისის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს  ნაძალადევის ცენტრის მუშაობას გაეცნო და  სამსახურის ხელმძღვანელობასთან  ერთად  ცენტრი  დაათვალიერა.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ზამთრის პერიოდში საგანგებო სიტუაციების სამსახური ეფექტურად მუშაობდეს. ამავდროულად აუცილებელია აღნიშნული სამსახური, სახანძრო, სამაშველო და ზოგადად საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებით, მოქალაქეთა მოთხოვნილებებზე ეფექტურად რეაგირებდეს, რისი წინაპირობაც არსებობს, რადგან ნაძალადევის ცენტრში არიან პროფესიონალი, გამოცდილი და კვალიფიციური კადრები, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან მოსახლეობის ინტერესების სამსახურში და 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.