ხანძარი თბილისის აკვაპარკში

 

17.07.2013 თბილისში მდებარე "ევრო-პარკში" ხანძარი გუშინ 21:30 გაჩნდა. დამწვარია ატრაქციონების უმეტესობა, ბუნგალო და საწყობები. იყო საშიშროება, რომ ცეცხლი ახლოს მდებარე შენობებს გადადებოდა, მაგრამ ამის თავიდან აცილება დროულად მოხერხდა. ხანძრის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

სტუმრად მეცხრე არხზე

 

8.07.2013  თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი თემურ გიორგაძე და უფროსის მოადგილე ნოდარ ჭუმბაძე -- ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გადაცემაში „ცხელი შუადღე“:

სასწავლო განგაში სმენადაქვეითებულთა სკოლაში

 

13.06.2013 ქალაქ თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ 203-ე საჯარო სკოლაში შექმნილი ოპერატიული შტაბის პირად შემადგენლობას, მის პედკოლექტივს და მოსწავლე ახალგაზრდობას ჩაუტარდათ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სახის ღონისძიებები სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.

თემურ გიორგაძის პრესკონფერენცია

 

    10.04.2013 ქ. თბილისის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ გიორგაძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა.

სამოქალაქო თავდაცვის სწავლება თბილისის 82-ე საჯარო სკოლაში

 

    22.03.2013  განათლების სისტემაში კატასტროფის რისკის შემცირების საკითხების ინტეგრირებასთან დაკავშირებით, გაეროს ბავშვთა ფონდის, განათლების სამინისტროს და ქ.თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ, თბილისის 82-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა ტაქტიკურ-სპეციალური სწავლება თემაზე: „მშვიდობიან დროს საგანგებო ვითარების წარმოქვნისას ობიექტის ოპერატიული შტაბის მოქმედება“.